ხშირად დასმული კითხვები


ვინ ვართ ჩვენ?

JobsKhoni - არის დამოუკიდებელი სტარტაპ კომპანია, რომლიც დაარსდა 2021 წელს და მის მთავარი საქმიანობას, კადრების შერჩევა წარმოადგენს. ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგზე და გვსურს მივაღწიოთ მაღალ მიზნებს, საქმისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ ჩვენი ბიზნესი მკვეთრად გაზარდა.


რა არის ჩვენი მიზანი?

დავეხმაროთ კომპანიებს საუკეთესო სამუშაო პერსონალის შექმნაში მაქსიმალური შედეგების მისაღწევად, დავეხმაროთ მათ ვინც ეძებს სამსახურს საუკეთესო კარიერის შექმნაში, გავზარდოთ არსებული პერსონალის პროფესიული დონე, ამოვიცნოთ ახალი თაობის ლიდერები და დავეხმაროთ მათ ლიდერული თვისებების განვითარებაში.


ჩვენი ფასეულობები

ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ იმას, რაც ნამდვილად შეგვიძლია. გვსურს ჩამოვაყალიბოთ პარტნიორული ურთიერთობა კლიენტებთან. როგორც პარტნიორი მოგახსენებთ გულწრფელ შეხედულებას თქვენთან არსებული რექრუიტინგის სისტემისა და მასთან დაკავშირებული სამომავლო სტრატეგიების შესახებ.


ჩვენი სერვისი

JobsKhoni -ს სერვისი სრულიად უფასო გახლავთ, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ დამსაქმებელს შეეძლება ვაკანსიის განთავსება პლატფორმაზე სრულიად უფასოდ.


როგორ განვათავსო ვაკანსია საიტზე?

ვაკანსიის რეგისტრაციისთვის და დააჭირეთ ღილაკს "დამსაქმებელს" ზემოთ მარჯვენა კუთხეში და მიჰყევით ინსტრუქციას.


როგორ გავიგო მიიღო თუ არა ორგანიზაციამ ჩემი განაცხადი?

განაცხადი გაგზავნილად ითვლება მას შემდეგ, რაც დაინახავთ შესაბამის სისტემურ შეტყობინებას - „განაცხადი გაკეთებულია“. შეტყობინების გამოჩენა იმის მანიშნებელია, რომ თქვენ მიერ გაკეთებული განაცხადი მიეწოდა დამსაქმებელს..


რა სახით მივიღებ ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხს?

კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ, როგორც დამსაქმებელს ვაკანსიის ბოლოს განთავსებული ტელ. ნომრისა თუ ელ. ფოსტის მისამართის საშუალებით , ასევე ჩვენ გვერდ "კონტაქტი"-ს მეშვეობით. პასუხის მიიღებთ ელ. ფოსტის & ტელ. ნომერზე


რამდენ ხანში გამომეხმაურება საიტის ადმინისტრაცია ჩემს განაცხადთან დაკავშირებით?

ყველა ვაკანსიას მითითებული აქვს განაცხადების მიღების ბოლო ვადა. ჩვეულებრივ, დამსაქმებლების მიერ განაცხადების განხილვა სწორედ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ იწყება. ეს პროცესი დამოკიდებულია კონკრეტული ორგანიზაციის სპეციფიკასა და მიღებული განაცხადების რაოდენობაზე რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას, კომისია ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. თქვენ მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აუცილებლად მიიღებთ წერილობით შეტყობინებას რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ მისამართზე ან მითითებულ ტე. ნომერზე, ვადების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღება უშუალოდ დამსაქმებელთან დაკავშირების გზითაც არის შესაძლებელი.


შემიძლია თუ არა შეცდომით გაგზავნილ რეზიუმეში ცვლილების შეტანა?

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა წაშალოთ, ადმინისტრაციის დახმარებით დაარედაქტიროთ და შემდგომ თავიდან გააკეთოთ განაცხადი ვაკანსიაზე დამსაქმებლის განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე.


საწყის გვერდზე დაბრუნება