მთავარი ვინ ვართ ჩვენ? წესები პარტნიორი კონტაქტი
გაფრთხილება! საიტი მუშაობს საცდელ რეჟიმში, ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

ხშირად დასმული კითხვები

JobsKhoni - არის დამოუკიდებელი სტარტაპ კომპანია, რომლიც დაარსდა 2021 წელს და მის მთავარი საქმიანობას, კადრების შერჩევა წარმოადგენს. ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგზე და გვსურს მივაღწიოთ მაღალ მიზნებს, საქმისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ ჩვენი ბიზნესი მკვეთრად გაზარდა.

დავეხმაროთ კომპანიებს საუკეთესო სამუშაო პერსონალის შექმნაში მაქსიმალური შედეგების მისაღწევად, დავეხმაროთ მათ ვინც ეძებს სამსახურს საუკეთესო კარიერის შექმნაში, გავზარდოთ არსებული პერსონალის პროფესიული დონე, ამოვიცნოთ ახალი თაობის ლიდერები და დავეხმაროთ მათ ლიდერული თვისებების განვითარებაში.

ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ იმას, რაც ნამდვილად შეგვიძლია. გვსურს ჩამოვაყალიბოთ პარტნიორული ურთიერთობა კლიენტებთან. როგორც პარტნიორი მოგახსენებთ გულწრფელ შეხედულებას თქვენთან არსებული რექრუიტინგის სისტემისა და მასთან დაკავშირებული სამომავლო სტრატეგიების შესახებ.

JobsKhoni -ს სერვისი სრულიად უფასო გახლავთ, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ დამსაქმებელს შეეძლება ვაკანსიის განთავსება პლატფორმაზე სრულიად უფასოდ.

პლატფორმაზე ვაკანსიის განთავსება დამსაქმებლის მხრიდან საკმაოდ მარტივი გახლავთ, ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკ "დამსაქმებელი"-ს, რის შემდგომაც შეავსებთ სპეციალურად განკუთვნილ ფორმას, ფორმის შევსების შემდგომ ადმინისტრაცია განიხილავს და განათავსებს მას საიტზე.